Კომპიუტერულ ტექნოლოგიების - კლუბი “Scratch Club”
Სსიპ ქ. თბილისის N2 სკოლაში ჩამოყალიბდა კლუბი “Scratch Club”, რომლის მიზანია
ვიზუალური პროგრამირების პოპულარიზაცია (scratch), მოსწავლეებში ალგორითმული აზროვნების ჩამოყალიბება, გუნდური მუშაობის , კრეატიული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარება. Ასევე ვიზუალური პროგრამირების ოლიმპიადისათვის მომზადება. კლუბური მუშაობა მოსწავლისათვის არის ინტერაქტიული გარემო, სადაც მას საშუალება ეძლევა, სხვადასხვა დავალებებისა და აქტივობის შესრულების დროს, ეფექტურად გადალახოს არსებული ბარიერები და სიძნელეები..
კლუბის დაარსების იდეა გამომდინარეობს მოსწავლეთა საჭიროებიდან, ვიზუალური პროგრამირება და კოდის წერა რთული პროცესია, ამიტომ ვფიქრობ კლუბის მუშაობა ხელს შეუწყობს მოსწავლეებში ალგორითმული აზროვნების ჩამოყალიბებას. გარდა ამისა მოსწავლეებს საშუალებას მისცემს აიმაღლონ ცოდნა პროგრამირებაში , შექმნან სხვადასხვა პროექტები და მიიღონ მონაწილეობა კონფერენციებში.
საკლუბო მუშაობა ტარდება ყოველი კვირის ოთხშაბათს 13:15 სთ-ზე.

No comments:
Post a Comment