Friday, December 9, 2022

კოდის კვირეული

 

✨️💫„კოდის ერთი საათის“ გლობალურ კამპანიას ტექნოლოგიების სასკოლო ლაბორატორია "ექსპლორიუმი" უერთდება და ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა - National Science Library of Georgia -სთან პარტნიორობით გთავაზობთ "კოდის საათის" უფასო ვორქშოფს III, IV, V, VI კლასელი მოსწავლეებისთვის
👩‍💻🧑‍💻ვორქშოფზე რეგისტრირებული პირველი 30 ბავშვი, 3 ნაკადად (10-10 მოსწავლე) შეძლებს დაესწროს უფასო აქტივობას, რომელიც 10 დეკემბერს ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის კომპიუტერული ტექნოლოგიების ლაბორატორიაში ჩატარდება.
🚀 ვორქშოფებს ჩაატარებენ ტექნოლოგიების სასკოლო ლაბორატორია ექსპლორიუმის ვიზუალური პროგრამირების ლექტორები. ლექტორებს დაეხმარებიან ექსპლორიუმის წარმატებული მოსწავლეები და შეეცდებიან, ვორქშოფში მონაწილე თანატოლებს ცოდნა გაუზიარონ.

https://www.facebook.com/ExploriumEdu/photos/a.111402587330494/685268233277257

✨️ ღონისძიების მსვლელობისას მოსწავლეები ლექტორების დახმარებით იმუშავებენ პროგრამირების საერთაშორისო პლატფორმებში და შექმნიან პირველ ციფრულ პროექტს (თამაში/ანიმაცია)


🎉 ბავშვებს შესაძლებლობა ექნებათ გადადგან პირველი ნაბიჯები თანამედროვე ტექნოლოგიებისა და კოდინგის ჯადოსნურ სამყაროში, მიიღონ უმნიშვნელოვანესი გამოცდილება და დაუვიწყარი შთაბეჭდილებები.
✨️🎈კოდის ერთი საათის ვორქშოფების დასრულების შემდეგ, 11 დეკემბერს, "კოდის საათში" მონაწილე ყველა მოსწავლისთვის ჩატარდება პროექტების პრეზენტაციისა და სერთიფიკატებით დაჯილდოების ღონისძიება - ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში.
🏆"კოდის ერთი საათის" მიზანია კომპიუტერული მეცნიერებების, პროგრამირების/კოდინგის პოპულარიზაცია ახალგაზრდებში და ინოვაციური განათლების ხელშეწყობა.
🎯 კოდის საათის გლობალური ღონისძიებები ეძღვნება კომპიუტერული მეცნიერებების ერთ-ერთი უძლიერესი ქალი მეცნიერის, პროგრამისტის, მათემატიკოსის - გრეის ჰოფერის დაბადების თარიღს
💜🧡 აღნიშნულ ღონისძიებას ექსპლორიუმი ატარებს ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის მხარდაჭერით
📝"კოდის საათზე" მოსწავლის რეგისტრაციისთვის, შეავსეთ სარეგისტრაციო ბმული: https://forms.gle/DjXHiskWRayzrmNGA
🕛 რეგისტრაცია გაგრძელდება 7 დეკემბრის 23:59 საათამდე
პროექტში მონაწილეობას მიიღებს რეგისტრირებული პირველი 30 მოსწავლე

No comments:

Post a Comment